NDI-ის კვლევის მიხედვით, პარლამენტის საქმიანების ნეგატიურად შეფასება 11%-ით გაიზარდა.
ოპოზიციის მხარდამჭერებისა და გადაუწყვეტელ რესპონდენტთა უმრავლესობა ნეგატიურად აფასებს პარლამენტის საქმიანობას.
მათივე ინფორმაციით, პარლამენტის მიმართ კველაზე კრიტიკული თბილისია.
ასაკისა და სქესის მიხედვით განსხვავება არ არსებობს.
გამოკითხნულთა 55 % ფიქრობს, რომ პარლამენტი არ იღებს კანონებს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
54%-ს არ სჯერა, რომ პარლამენტის წევრს თუ მისი პრობლემის შესახებ ეტყვის, ის პრობლემის გადაჭრას შეეცდება.
გამოკითხულთა მხოლოდ 24% ფიქრობს, რომ პარლამენტი რეგულარურად ეკონტაქტება მოქალაქეებს.
კითხვაზე, რომელ სამ საკითხზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, ხმები ასე გადანაწილდა:
სამუშაო ადგილები 45 %.
სიღარიბე 41%
ჯანდაცვა 33%.
აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.